თინათინ ბერძენიშვილი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ვიკიმედიელთა ფორუმზე სიტყვით გამოვიდა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ვიკიმედიელთა ფორუმი გაიხსნა.

ფორუმის გახსნაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი. ამასთან, ღონისძიების ფარგლებში, ისაუბრა პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძემაც.

ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის ვიკიმედიელთა ღონისძიება რეგიონში მოღვაწე ვიკიპედიისა და მისი პარტნიორი სხვა პროექტების რედაქტორების ყოველწლიური შეხვედრაა. ფორუმი საქართველოში პირველად იმართება და მასში მონაწილეობას ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების 160 წარმომადგენელი.

„ვფიქრობ, რომ „ვიკიპედიას“ ბევრი აქვს საერთო საზოგადოებრივ მაუწყებელთან, რადგან ორივე ემსახურება ცოდნის გავრცელებას და საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთ-ერთი ფუნქციაც სწორედ ეს არის. სიმბოლურია, რომ დღეს უნივერსიტეტში ვხვდებით ერთმანეთს, თან დღეს დაიწყო სწავლა.

საზოგადოებრივი მაუწყებელი მჭიდროდ თანამშრომლობს ვიკიპედიასთან, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ერთ-ერთი ქართული ვიკიმედიის მენეჯერი არის ჩვენი თანამშრომელი მიხეილ ჭაბუკაშვილი. მივესალმები ჩამოსულ დელეგატებს, ჩვენთვის პატივია ვუმასპინძლოთ საქართველოში და საზოგადოებრივი მაუწყებლის პერსპექტივაზე ვესაუბროთ“, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.