თინა ბოკუჩავა - საჯარო იქნება, არასაჯარო, მრგვალი, თუ ოთკუთხედი მაგიდის ირგვლივ, გახარიამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, სად დგება, ოპოზიციასთან, თუ ხელისუფლებასთან, კონსულტაციებისთვის ჩვენ მზად ვართ
თინა ბოკუჩავა - საჯარო იქნება, არასაჯარო, მრგვალი, თუ ოთკუთხედი მაგიდის ირგვლივ, გახარიამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, სად დგება, ოპოზიციასთან, თუ ხელისუფლებასთან, კონსულტაციებისთვის ჩვენ მზად ვართ

არჩევნების შემდეგ გიორგი გახარიას აქვს რეალური შესაძლებლობა, არა ფუჭი სიტყვით, არამედ კონკრეტული ქმედებით დაამტკიცოს, არის ოპოზიციაში, თუ ივანიშვილის სახელისუფლო პროექტია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

ბოკუჩავას თქმით, ამის დამტკიცების უმთავრესი შესაძლებლობა არის გახარიას პოზიციონირება საკრებულოებში ქვეყნის მასშტაბით, რადგან ბევრი საკრებულოა, სადაც ოპოზიციას ერთობლივად შეუძლია ადგილობრივ დონეზე კოალიციური მთავრობის ფორმირება.

„არჩევნებამდე გიორგი გახარია ამტკიცებდა, რომ ის წარმოადგენს ოპოზიციას. არჩევნების შემდეგ მას აქვს რეალური შესაძლებლობა, რომ არა სიტყვით, და ფუჭი სიტყვით, არამედ კონკრეტული ქმედებით დაამტკიცოს, არის ოპოზიციაში, თუ ივანიშვილის სახელისუფლო პროექტია. რა თქმა უნდა, ამის დამტკიცების უმთავრესი შესაძლებლობა არის მისი პოზიციონირება საკრებულოებში, ყველგან, ქვეყნის მასშტაბით, რადგან ბევრი საკრებულოა, სადაც ოპოზიციას ერთობლივად შეუძლია, მოახდინოს კოალიციური მთავრობის ფორმირება ადგილობრივ დონეზე.

საჯარო იქნება, არასაჯარო, მრგვალი, თუ ოთკუთხედი მაგიდის ირგვლივ, ფაქტია, რომ ამ ადამიანმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, სად დგება – ოპოზიციასთან, თუ ხელისუფლებასთან, ამით მისი ამომრჩეველიც ნათლად გაიგებს, რა არის მისი პოლიტიკური არჩევანი. ბუნებრივია, ამ კონსულტაციებზე ჩვენ მზად ვართ, რადგან ჩვენი მთავარი ამოსავალი წერტილია, მოხდეს ოპოზიციური კოალიციური მთავრობის ფორმირება ადგილობრივ დონეზე“, – აღნიშნა თინა ბოკუჩავამ.

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ დღეს განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“, ისევე როგორც „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, ფარული მოლაპარაკებების ფარგლებში მიაღწიონ მათთან შეთანხმებას, რომ მათთვის მისაღები კანდიდატურებით დაკომპლექტდეს საკრებულო“.

გახარიას თქმით, პარტია „საქართველოსთვის“ „ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ სთავაზობს ღია სამმხრივ მოლაპარაკებებს, რომლის მიზანიც იქნება დაბალანსებული საკრებულოების საკადრო შემადგენლობების მიღება.

დატოვე კომენტარი