თინა ბოკუჩავა - საერთაშორისო პარტნიორები ლეგიტიმაციის ზღვარზე ჩატარებული მორიგი არჩევნების შედეგებს არ შეეგუებიან
თინა ბოკუჩავა - საერთაშორისო პარტნიორები ლეგიტიმაციის ზღვარზე ჩატარებული მორიგი არჩევნების შედეგებს არ შეეგუებიან

ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ლეგიტიმაციის ზღვარზე ჩატარებული მორიგი არჩევნების შედეგებს ბუნებრივია, არ შეეგუებიან და ძალიან მწვავე რეაგირება ექნებათ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართული ოცნების“ მარცხი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნის საფუძველი გახდება.

„ღარიბაშვილი ყოველდღე აბსურდულ განცხადებებს აკეთებს, ისევე როგორც კობახიძე და ეს ყველაზე ნათლად მეტყველებს მათ აგონიურ ფაზაზე. ივანიშვილი, ისევე როგორც საკუთარი კვლევებით, ასევე სხვა კვლევებით და ზოგადად საზოგადოებრივ განწყობებზე დაკვირვებით ძალიან კარგად ხვდება, რომ ის კარგავს ძალაუფლებას და ზუსტად ერთ კვირაში მას მოუწევს ამ მარცხთან შეგუება, რომელიც გახდება შემდეგ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნის საფუძველი. მას თუ სურს, გადახედოს „ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებული არჩევნების დემოკრატიულ სტანდარტს, მათ შორის ნახოს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მოსმენა, სადაც საქართველოს დიდი ხნის მეგობარმა ჯინ შაჰინმა გარკვევით თქვა, რომ ლეგიტიმაციის ზღვარზე ჩაატარა არჩევნები. ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ლეგიტიმაციის ზღვარზე ჩატარებული მორიგი არჩევნების შედეგებს ბუნებრივია, არ შეეგუებიან და ექნებათ ძალიან მწვავე რეაგირება. ამიტომ მე მოვუწოდებდი მას, რეალობას თვალები გაუსწორონ, რეალურად დემოკრატიული არჩევნების მცდელობა მაინც ჰქონდეთ „ქართულ ოცნებას“, რათა ქვეყანამ უფრო დიდი ზიანი არ მიიღოს“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.