თინა ბოკუჩავა - პარტია „საქართველოსთვის“ განცხადება ბევრ კითხვას სცემს პასუხს, სააკაშვილი პუტინის პატიმარია და პუტინის საამებლად ვინ თხრიდა საქართველოს მოქალაქეებს თვალებს, ესეც ყველას ახსოვს
თინა ბოკუჩავა - პარტია „საქართველოსთვის“ განცხადება ბევრ კითხვას სცემს პასუხს, სააკაშვილი პუტინის პატიმარია და პუტინის საამებლად ვინ თხრიდა საქართველოს მოქალაქეებს თვალებს, ესეც ყველას ახსოვს

პრეზიდენტი სააკაშვილი პუტინის პატიმარია და პუტინის საამებლად ვინ თხრიდა საქართველოს მოქალაქეებს თვალებს, ესეც ყველას კარგად ახსოვს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

ბოკუჩავას თქმით, პარტია „საქართველოსთვის“ განცხადება ბევრ კითხვას სცემს პასუხს.

„როდესაც პუტინის პირად პატიმარს თავს ესხმი და ქვეყანაში გყავს რუსული ხელისუფლება რუსი ოლიგარქის ხელმძღვანელობით, ვის სამსახურშიც ახლო წარსულში შენც იდექი, ეს განცხადება ბევრ კითხვას პასუხს სცემს. პრეზიდენტი სააკაშვილი პუტინის პატიმარია და პუტინის საამებლად ვინ თხრიდა საქართველოს მოქალაქეებს თვალებს, ესეც ყველას კარგად ახსოვს“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

პარტია „საქართველოსთვის“ ხელისუფლებას მოუწოდებს, მიხეილ სააკაშვილი საპატიმროში გადაიყვანოს.