თინა ბოკუჩავა - რუსეთი საქართველოსთან მიმართებაში თაფლაკვერასა და მათრახის პოლიტიკას მონაცვლეობით იყენებს
თინა ბოკუჩავა - რუსეთი საქართველოსთან მიმართებაში თაფლაკვერასა და მათრახის პოლიტიკას მონაცვლეობით იყენებს

ოპოზიციონერი დეპუტატის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, რუსეთი საქართველოსთან მიმართებაში თაფლაკვერასა და მათრახის პოლიტიკას მონაცვლეობით იყენებს.

ჟურნალისტებთან საუბარში თინა ბოკუჩავა საქართველო-რუსეთს შორის ფრენების აღდგენის თაობაზე დიმიტრი პესკოვის განცხადებას გამოეხმაურა.

„არ გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა საქართველოსთან ფრენების აღდგენა არჩევნებამდე მოახდინოს, რათა ბიძინა ივანიშვილს ხელი წაუკრას, რომლის ხელისუფლებაში დარჩენა არის პუტინის უმთავრესი ინტერესი, რადგან იცის, რომ ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში საქართველო ნატო-სა და ევროკავშირის წევრი ვერ გახდება, ვერ განვითარდება და სტაბილური ვერ იქნება, რის გამოც ქვეყანა იძულებული იქნება, რუსეთის ორბიტაზე იტრიალოს. დიმიტრი პესკოვის განცხადება სავარაუდოდ იმას ნიშნავს, რომ იმ მომენტს ელოდებიან, როცა ივანიშვილს დასჭირდება, მოსახლეობის თვალში ეს პლიუსი ჩაიწეროს“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

დატოვე კომენტარი