თინა ბოკუჩავა - პოლიტიკური ამნისტია პოლიტიკოსის გადასაწყვეტი არ არის, საკითხი სამართლიანმა სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს
ოპოზიციონერი დეპუტატი თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ პოლიტიკური ამნისტია არ არის ამა თუ იმ პოლიტიკოსის გადასაწყვეტი, საკითხი სამართლიანმა სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს.
„ჩვენი შემოთავაზებაა, პარლამენტის, ომბუდსმენისა და არასამთავრობო სექტორის ჩართულობით დროებითი პალატა შეიქმნას, რომელიც ამ საკითხებზე გადაწყვეტილებას მიიღებს, რადგან არც ბოკერიას, არც ბოკუჩავას გადასაწყვეტი არ არის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხები.
სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობის საკითხს თუ კორუფციული დანაშაულის შესახებ გადაწყვეტილებებს პოლიტიკოსები არ უნდა იღებდნენ, ეს არის ან პოლიტიკური დევნა ან ინდულგენცია, რასაც გიგა ბოკერია გვთავაზობს. ეს უფლება სამართლიან სასამართლოს უნდა ჰქონდეს, ეს როგორც დემოკრატიულ ქვეყნებში ხდება“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.