თინა ბოკუჩავა - პარტიის სამდივნომ ერთხმად მივიღეთ გადაწყვეტილება ისანში ჩვენი კანდიდატის დაყენებაზე, ეს საკითხი დახურულია
თინა ბოკუჩავა - პარტიის სამდივნომ ერთხმად მივიღეთ გადაწყვეტილება ისანში ჩვენი კანდიდატის დაყენებაზე, ეს საკითხი დახურულია

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, პარტიის სამდივნომ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება ისნის მაჟორიტარულ ოლქში საკუთარი კანდიდატის წარდგენასთან დაკავშირებით და აღნიშნული საკითხი დახურულია.

„გუშინ შეიკრიბა პარტიის სამდივნო და ერთხმად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ისნის სამაჟორიტარო ოლქში დავაყენოთ ჩვენი კანდიდატი. ეს საკითხი გადაწყვეტილია, დახურულია და ახლა ყველა ოპოციური პარტია უნდა კონცენტრირდეს კამპანიაზე, არჩევნებზე. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისგან“ მტრის ხატის შექმნას ბიძინა იცანიშვილი უშედეგოდ ცდილობს 8 წლის განმავლობაში, ამიტომ ვისურვებდი, რომ სხვა ოპიზიციური პარტიები არ გახდდნენ ამ უშედეგო და კონტრპროდუქტიული ბრძოლის მედროშეები, ვკონცენტრირდეთ ბიძინა ივანიშვილის დამარცხებაზე, რადგან სწორედ ესაა დღეს ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის დაკვეთა“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ისნის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ხატია დეკანოიძე წარადგინა.