თინა ბოკუჩავა - პარტიის ეგიდითა და პარტიის ორგანიზებით იქნება დიდი აქცია თბილისში, კონკრეტულ თარიღს უახლოეს მომავალში ვაცნობებთ საზოგადოებას
თინა ბოკუჩავა - პარტიის ეგიდითა და პარტიის ორგანიზებით იქნება დიდი აქცია თბილისში, კონკრეტულ თარიღს უახლოეს მომავალში ვაცნობებთ საზოგადოებას

პარტიის ეგიდით და პარტიის ორგანიზებით იქნება დიდი აქცია თბილისში და კონკრეტულ თარიღს უახლოეს მომავალში ვაცნობებთ საზოგადოებას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

როგორც თინა ბოკუჩავამ აღნიშნა, რუსთავის ციხესთან პრაქტიკულად ყოველდღიურ რეჟიმში იმართება აქციები.

„მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, უნდა გაიმართოს ფართომასშტაბიანი აქცია, ეს იქნება თბილისში. იცით, რომ რუსთავის ციხესთან პრაქტიკულად ყოველდღიურ რეჟიმში იმართება აქციები. არ გამოვრიცხავ, რომ საქართველოს მოქალაქეებმა, რომლებიც აცნობიერებენ, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტის პატიმრობა და პუტინის ოცნების ასრულება ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან არის ქვეყნის სირცხვილი და თითოეული მოქალაქის სირცხვილი, ისინი გააგრძელებენ საპროტესტო მოძრაობებს, აქციებს რუსთავის ციხესთან თუ სხვა ლოკაციაზე. პარტიის ეგიდით და პარტიის ორგანიზებით იქნება დიდი აქცია თბილისში და კონკრეტულ თარიღს უახლოეს მომავალში ვაცნობებთ საზოგადოებას. აღნიშნულთან დაკავშირებით ჯერ არ გვქონია საუბარი სხვა პოლიტიკურ პარტიებთან. ვერ წარმომიდგენია პოლიტიკური პარტია ამ ქვეყანაში, რომელსაც აქვს პროევროპული ორიენტაცია და აცნობიერებს რამხელა სირცხვილი და ქვეყნის ზიანია, მათ შორის საერთაშორისო ასპარეზზე მესამე პრეზიდენტის პატიმრობა, რომლის დაკვეთაც არის ვლადიმერ პუტინისგან, ვერ წამომიდგენია და არ მესახება პოლიტიკოსი, რომელიც ამ აქციის სულისკვეთებას არ შეუერთდება. ნამდვილად ველოდები ერთსულოვნებას ამ საკითხზე“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

დატოვე კომენტარი