თინა ბოკუჩავა - პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით პარტიის პოლიტსაბჭო გადაწყვეტილებას სავარაუდოდ უახლოეს მომავალში მიიღებს
თინა ბოკუჩავა - პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით პარტიის პოლიტსაბჭო გადაწყვეტილებას სავარაუდოდ უახლოეს მომავალში მიიღებს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ ნიკა მელიასა და სააკაშვილის შეხვედრისას, განხილვის ერთ-ერთი თემა „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლის საკითხი იყო.

მისივე თქმით, შეხვედრისას პარტიის სამომავლო სტრატეგიაზეც იმსჯელეს.

როგორც ბოკუჩავამ განაცხადა, პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით პოლიტსაბჭო გადაწყვეტილებას სავარაუდოდ უახლოეს მომავალში მიიღებს.

„ბუნებრივია, ნიკა მელიასა და სააკაშვილის შეხვედრისას განხილვის ერთ-ერთი თემა იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლის საკითხი. თუმცა მათ იმსჯელეს სამომავლო სტრატეგიაზეც, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა ჰქონდეს.

შესვლა-არშესვლა თავისთავად არ არის ამოსავალი წერტილი. ეს არის ბრძოლის შემადგენელი ელემენტი, რასთან დაკავშირებითაც ჩვენი პარტიის პოლიტიკური საბჭო, რომელიც არის გადაწყვეტილების მიმღები მთავარი ორგანო, სავარაუდოდ უახლოეს მომავალში მიიღებს გადაწყვეტილებას“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.