თინა ბოკუჩავა - მოსამართლეების შერჩევის პროცესი არის ფარსი, რომელიც კონკრეტულ შედეგს ვერ გამოიწვევს
თინა ბოკუჩავა - მოსამართლეების შერჩევის პროცესი არის ფარსი, რომელიც კონკრეტულ შედეგს ვერ გამოიწვევს

მოსამართლეების შერჩევის პროცესი არის ფარსი, რომელიც კონკრეტულ შედეგს ვერ გამოიწვევს. საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან მოწოდებებს ვხედავთ, რომ მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი საერთოდ უნდა გაჩერდეს, ნაცვლად იმისა, რომ ჩატარდეს პროცესი, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად უვადოდ მაინც „კლანის“ წევრებს გაამწესებს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ აღნიშნულ პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს.

„ამ ფარსში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებთ. მიგვაჩნია, რომ ძალიან მალე ხელისუფლება შეიცვლება და შემდეგ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან, სამოქალაქო სექტორთან ერთად განვახორციელებთ რეალურად ფუნდამენტურ სასამართლო რეფორმას, რომელიც კეთილსინდისიერ და დამოუკიდებელ მოსამართლეებს მოგვცემს და არა „კლანის“ წევრებს, რომელთა კანდიდატურის განხილვა ახლა ხდება იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე“, – განაცხადა ბოკუჩავამ.