თინა ბოკუჩავა - მნიშვნელოვნად ჩავთვალეთ „ქართულ ოცნებასთან“ შეხვედრა, რადგან მათგან საკონსტიტუციო ცვლილებებზე არაერთგვაროვანი განცხადებები იყო
თინა ბოკუჩავა - მნიშვნელოვნად ჩავთვალეთ „ქართულ ოცნებასთან“ შეხვედრა, რადგან მათგან საკონსტიტუციო ცვლილებებზე არაერთგვაროვანი განცხადებები იყო

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, მმართველ პარტიასთან ოპოზიციის შეხვედრა საჭიროდ ჩაითვალა, რადგან საკონსტიტუციო ცვლილებებზე „ქართული ოცნების“ მხრიდან პოზიციები არაერთგვაროვანი იყო.

ოპოზიციონერი დეპუტატი შეხვედრის დეტალებზე არ საუბრობს.

„იცით, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან არაერთგვაროვანი განცხადებები იყო და მნიშვნელოვნად ჩავთვალეთ, ეს შეხვედრა შემდგარიყო. დანარჩენ დეტალებს ვერ გეტყვით. მათ პასუხებსა და პოზიციაზე არ ვაპირებ ვისაუბრო. საკონსტიტუციო ცვლილებები 19 აპრილის დოკუმენტის ნაწილი იყო, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის, რომ შევძლოთ და მივიღოთ საკონსტიტუციო ცვლილებები. დანარჩენ დეტალებს ვერ გეტყვით. არ ვაპირებ, მათ პასუხებსა და პოზიციებზე ვისაუბრო“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

ოპოზიციის ლიდერებსა და მმართველი გუნდის წარმომადგენლებს შორის დღეს პარლამენტში დახურული შეხვედრა გაიმართა.