თინა ბოკუჩავა - მივესალმები, თუ გიორგი ვაშაძე მიიღებს გადაწყვეტილებას, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა
თინა ბოკუჩავა - მივესალმები, თუ გიორგი ვაშაძე მიიღებს გადაწყვეტილებას, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა

მხოლოდ მივესალმები იმას, თუ გიორგი ვაშაძე მიიღებს გადაწყვეტილებას, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისივე თქმით, საკითხზე დისკუსია პოლიტსაბჭოს ან სამდივნოს ფორმატში არ მომხდარა.

„აღნიშნულ საკითხზე ფორმალიზებული დისკუსია პოლიტსაბჭოს ან სამდივმოს ფორმატში არ მომხდარა, თუმცა მე მხოლოდ მივესალმები იმას, თუ გიორგი ვაშაძე მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად, რა ფორმალიზებული სახეც არ უნდა მიიღოს ამან, არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს. ამ ადამიანს და ამ პოლიტიკოსს გააჩნია ძალიან დიდი რესურსი. ის არის ახალგაზრდა და ძალიან დიდი რესურსის მქონე პოლიტიკოსი, რომელიც ასოცირდება ძალიან სერიოზულ მიღწევებსა და რეფორმებთან, მაშინ, როდესაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ იყო ხელისუფლებაში და, ვფიქრობ, ჩვენ ერთობლივად შეგვიძლია ძალიან ბევრი რეფორმის განხორციელება ხალხის კეთილდღეობისთვის მომავალშიც. ამ ადამიანს აქვს დიდი პოლიტიკური რესურსი, რომელიც მნიშვნელოვანი იქნება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.