თინა ბოკუჩავა - მიმაჩნია, რომ ჩვენი ბრძოლის ეფექტიანობისთვის აუცილებელია საერთო ფრონტის შექმნა, ამიტომ ვაშაძის მოწოდებაში ახალი არაფერია
„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, პირადად მე არაერთხელ ვსაუბრობდით გაერთიანების აუცილებლობაზე, მათ შორის, წინასაარჩევნოდ, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ გიორგი ვაშაძის განცხადებაზე კომენტირებისას აღნიშნა.
მისი შეფასებით, გიორგი ვაშაძის მოწოდებაში ახალი არაფერია და იმედოვნებს, რომ ერთიანობის ნაწილი იქნება ყველა, ვისთვისაც ძვირფასია ქართული სახელმწიფო და ქვეყნის ევროპული მომავალი.
„„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, პირადად, მე არაერთხელ ვაჟღერებდით გაერთიანების აუცილებლობას, მათ შორის, წინასაარჩევნოდ, რადგან დღეს საქართველოს, ჩვენი სახელმწიფოს, მოქალაქეების და ევროპული მომავლის მტერი არის რუსეთი, რომელიც ივანიშვილის ხელით ებრძვის ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს. მიმაჩნია, რომ ჩვენი ბრძოლის ეფექტიანობისთვის აუცილებელია საერთო ფრონტის შექმნა, ამიტომ ამ მოწოდებაში თავისთავად ახალი არაფერი არ არის. იმედი მაქვს, რომ ამ ერთიანობის ნაწილი იქნება ყველა, ვისთვისაც ძვირფასია ქართული სახელმწიფო, საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოება, ჯანმრთელობა, სიცოცხლე და ქვეყნის ევროპული მომავალი, რისთვისაც თაობები იბრძოდნენ“, – განაცხადა ბოკუჩავამ.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა: „ოპოზიციამ უპირობოდ დიდი გაერთიანება უნდა ჩამოაყალიბოს. ნახევრად ერთიანობა არ გამოვა. რა არის გასაკეთებელი: სასწრაფოდ, სალომე ზურაბიშვილმა უნდა თქვას, რომ ყველა პოლიტიკურ ძალას ვიხმობ ჩემთან, ერთიან პლატფორმას ვაკეთებთ, უნდა ვიყოთ ერთიანები“.