თინა ბოკუჩავა - კრიზისის გადაჭრაზე ყველა მხარეს აქვს პასუხისმგებლობა, თუმცა ლომის წილი არის ხელისუფლებაზე, ნდობის მინიმალური აღდგენისთვის მათ შეუძლიათ მელიას და რურუას გათავისუფლება
თინა ბოკუჩავა - კრიზისის გადაჭრაზე ყველა მხარეს აქვს პასუხისმგებლობა, თუმცა ლომის წილი არის ხელისუფლებაზე, ნდობის მინიმალური აღდგენისთვის მათ შეუძლიათ მელიას და რურუას გათავისუფლება

„ნციონალური მოძრაობის“ წევრის, თინა ბოკუჩავას განცხდებით, პოლიტიკური კრიზისის გადაჭრაზე პასუხისმგებლობა ყველა მომლაპარაკებელ მხარეს აკისრია, თუმცა ლომის წილი პასუხისმგებლობისა არის ხელისუფლებაზე.

ბოკუჩავას თქმით, ხელისუფლებას შეუძლია, ნდობის მინიმალური აღდგენისთვის გადადგას ნაბიჯები, როგორიცაა ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლება, რაც მისცემდათ საშუალებას, მოლაპარაკებების მაგიდასთან დამჯდარიყო „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე.

„აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოდგილის, ჯორჯ კენტის მხრიდან ჩვენ მოვისმინეთ არაერთი განცხადება და ხედვა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა გადაიჭრას პოლიტიკური კრიზისი. რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა ყველა მომლაპარაკებელ მხარეს აკისრია, თუმცა ლომის წილი პასუხისმგებლობისა არის ხელისუფლებაზე, რადგან მათ შორის მათ შეუძლიათ ნდობის მინიმალური აღდგენისთვის გადადგან ნაბიჯები, როგორიცაა ნიკა მელიას, გიორგი რურუას გათავისუფლება, რაც მოგვცემდა იმის საშუალებას, მოლაპარაკებების მაგიდასთან დამჯდარიყო ჩვენი პარტიის ახლად არჩეული თავმჯდომარე ნიკა მელია და გვემსჯელა ყველა იმ სხვა საკითხზე, როგორიცაა რეფორმები და არჩევნები, რათა ქვეყანა გამოვიყვანოთ ამ კრიზისიდან. პრინციპში, ასეთი შთაბეჭდილება გვრჩება 2012 წლიდან, როდესაც ბიძინა ივანიშვილი მოვიდა ხელისუფლებაში, რომ ჩვენ მას აღვიქვამთ, როგორც პუტინის პროექტს და ამაზე ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმაც დაიწყეს საუბარი. ნიკა მელიამ საკუთარი თავგანწირვოთ დიდი როლი შეიტანა იმაში, რომ ივანიშვილის რეჟიმს ჩამოხსნა პროდასავლურობის ნიღაბი და აჩვენა მისი რეალური, პრორუსული სახე“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილემ, ჯორჯ კენტმა „თურქიშ ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ მიერ გამართულ დისკუსიაზე განაცხადა, რომ საქართველოს შიდა პოლიტიკური კრიზისი პროვოცირებული და შექმნილია ორივე მხარის, მმართველი გუნდისა და ოპოზიციის მიერ.