თინა ბოკუჩავა - ხელისუფლების პროპაგანდისტული მესიჯია, რომ ხალხის სამართლიანმა პროტესტმა შესაძლოა, კორონავირუსის გავრცელება გამოიწვიოს
თინა ბოკუჩავა - ხელისუფლების პროპაგანდისტული მესიჯია, რომ ხალხის სამართლიანმა პროტესტმა შესაძლოა, კორონავირუსის გავრცელება გამოიწვიოს

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ ხელისუფლება სამართლიანი პროტესტის წინააღმდეგ პროპაგანდისტული მესიჯით გამოდის, თითქოს აქციამ შესაძლოა კორონავირუსის გავრცელება გამოიწვიოს.

„ხელმოცარულ ხელისუფლებას, რომელმაც ძალიან კარგად იცის, რომ მისმა მხარდამჭერებმაც კი იციან, რომ ეს არჩევნები გააყალბეს და ეს არჩევნები მოიპარეს, ახლა ერთადერთი პროპაგანდისტული მესიჯი, რომლის პედალირებასაც უსუსურად ეცდებიან, არის ის, რომ ხალხის სამართლიანმა პროტესტმა შესაძლოა, გამოიწვიოს კორონავირუსის გავრცელება. ეს არის მათი უსუსური მესიჯი. პროპაგანდისტული არხების გამოყენებით, დარწმუნებული ვარ, უფრო ინტენსიურად დაიწყებენ ამის გაჟღერებას“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.