თინა ბოკუჩავა - ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე დააკავეს, ახლა მის თამაშს მათი გათავისუფლება სჭირდება
თინა ბოკუჩავა - ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე დააკავეს, ახლა მის თამაშს მათი გათავისუფლება სჭირდება

ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე დააკავეს, ახლა მის თამაშს სჭირდება მათი გათავისუფლება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, მოსამართლე დაკვეთას ბიძინა ივანიშვილისგან იღებს.

„ჩემი აზრით, ეს არის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური თამაშის ამ ფაზის საჭიროებიდან გამომდინარე. კარგად გვესმის, რომ ნატალია ილიჩოვას და ივერი მელაშვილს არანაირი ბრალი არ მიუძღვით, ისინი არიან პატიოსანი, კეთილსინდისიერი პროფესიონალები, რომლებიც მუშაობდნენ დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ფარგლებში. მათი დაკავება მოხდა ივანიშვილის პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე, წინასაარჩევნოდ და ახლა მის პოლიტიკურ თამაშს სჭირდება მათი გათავისუფლება, რამაც განაპირობა პროკურატურის მხრიდან შუამდგომლობის შეცვლა. დიდი ალბათობით, მოსამართლე დააკმაყოფილებს პროკურატურის შუამდგომლობას. რა თქმა უნდა, მოსამართლე არ იღებს დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას, ის უბრალოდ ასრულებს იმ პოლიტიკურ დაკვეთას, რომელსაც იღებს ივანიშვილისგან“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.