თინა ბოკუჩავა ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებაზე - ასეთი ტიპის დაჭერები, რეპრესიები მხოლოდ დააჩქარებს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დასასრულს
თინა ბოკუჩავა ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებაზე - ასეთი ტიპის დაჭერები, რეპრესიები მხოლოდ დააჩქარებს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დასასრულს

ბიძინა ივანიშვილს ჰგონია, პოლიტიკური ოპონენტების განეიტრალებით, დაკავებით თუ მათზე სამაჯურების გაკეთებით, რამენაირად გაიხანგრძლივებს ძალაუფლებას, მაგრამ ეს ყველაფერი პირიქით მოქმედებს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ ირაკლი ოქრუაშვილის დაკავების საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

„ბუნებრივია, ეს არის პოლიტიკური დაჭერა, რადგან ბიძინა ივანიშვილს ჰგონია, რომ პოლიტიკური ოპონენტების ამგვარი განეიტრალებით, მათი დაკავებით თუ მათზე სამაჯურების გაკეთებით, როგორც ეს ნიკა მელიას შემთხვევაში მოხდა, რამენაირად გაიხანგრძლივებს ძალაუფლებას, მაგრამ ეს ყველაფერი მოქმედებს პირიქით. ასეთი ტიპის დაჭერები, ასეთი ტიპის რეპრესიები მხოლოდ და მხოლოდ დააჩქარებს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დასასრულს“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მონაწილეობის ბრალდებით პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი დღეს დააკავეს. შსს-ს ცნობით, ირაკლი ოქრუაშვილის გარდა, კიდევ ოთხი პირია დაკავებული.