თინა ბოკუჩავა - „გირჩთან“ დაპირისპირება არ გვაქვს, დებატები და განსხვავებული აზრი ნორმალურია
თინა ბოკუჩავა - „გირჩთან“ დაპირისპირება არ გვაქვს, დებატები და განსხვავებული აზრი ნორმალურია

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი თინა ბოკუჩავა უარყოფს მათსა და „გირჩს“ შორის დაპირისპირებას.

„არ არსებობს ამგვარი დაპირუსპირება, შეიძლება იყოს მწვავე ეთერები, მწვავე დისკუსია, მწვავე მსჯელობა, რადგან ყველას გვაქვს განსხვავებული აზრის უფლება და ჩემი აზრით, ეს არის ნორმალური, მაგრამ არანაირი დაპირისპირება არ არსებობს. ამ არჩევნებში შევდივართ ბიძინა ივანიშვილის დასამარცხებლად. ამ არჩევნებში შევდივართ იმისთვის, რომ ოპოზიციამ გაიმარჯვოს და შემდეგ მოახდინოს ნორმალური, დემოკრატიული მთავრობის ფორმირება, რომელიც ჩაანაცვლებს ბიძინა ივანიშვილის რვაწლიან რეჟიმს, რომელმაც სიღატაკის გარდა, არაფერი მოუტანა ჩვენს ქვეყანას“, – განუცხადა ბოკუჩავამ ჟურნალისტებს.

ამასთან, ბოკუჩავამ აღნიშნა, რომ​ დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში „ნაციონალური მოძრაობა“ „გირჩის“ ლიდერ ზურაბ ჯაფარიძეს კონკურენტს არ დაუყენებს.