თინა ბოკუჩავა - ძალიან სამწუხაროა, როდესაც კონკრეტული პოლიტიკური აქტორები არ აცნობიერებენ ერთიანობის მნიშვნელობას და ფრაგმენტაციისკენ დგამენ ნაბიჯებს
თინა ბოკუჩავა - ძალიან სამწუხაროა, როდესაც კონკრეტული პოლიტიკური აქტორები არ აცნობიერებენ ერთიანობის მნიშვნელობას და ფრაგმენტაციისკენ დგამენ ნაბიჯებს

ძალიან მნიშვნელოვანია ამ არჩევნებისთვის იყოს მაქსიმალური ერთიანობა ოპოზიციურ ფრონტზე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციური ხმები არ უნდა გაიფლანგოს.

„ძალიან სამწუხაროა, როდესაც კონკრეტული პოლიტიკური აქტორები არ აცნობიერებენ ამ ერთიანობის მნიშვნელობას და პირიქით, ნაბიჯებს ფრაგმენტაციისკენ დგამენ. შესაბამისად, საფრთხის ქვეშ იყენებენ თავს, რომ ვერ გადალახონ, მათ შორის, 5%-იანი ბარიერი. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი მიზანმიმართულად გაფლანგავენ ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლების ხმებს, რაც, ბუნებრივია, ძალიან არაკეთილგონივრული მოდგომაა, განსაკუთრებით ახლა, როდესაც ქვეყანა გეოპოლიტიკურ არჩევნებს ელოდება“, – განაცხადა ბოკუჩავამ.