თინა ბოკუჩავა – დღითიდღე ვრწმუნდები, სალომე ზურაბიშვილი აუცილებლად იმპიჩმენტით დაასრულებს
„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი თინა ბოკუჩავა ამერიკულ სამხედრო ბაზასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას რუსული პროპაგანდის ტირაჟირებას უწოდებს.
„ეს არის ერთი ერთში პუტინის ნარატივის გამეორება, რასაც ის უკვე პრეზიდენტის რანგში აკეთებს. ეს პირდაპირ რუსული პროპაგანდის ტირაჟირებაა. საქართველოსთვის ომის დაწყების დაბრალებასთან ერთად ეს ყველაზე სკანდალური განცხადებაა, რაც კი გაუკეთებია ბიძინა ივანიშვილის მიერ ხელდასმულ პრეზიდენტს.
დღითიდღე ვრწმუნდები, რომ ეს ქალი აუცილებლად იმპიჩმენტით დაასრულებს. თუმცა ახლა მნიშვნელოვანია, რომ იმპიჩმენტამდე მან ასეთი განცხადებებით ქვეყანას გამოუსწორებელი ზიანი არ მიაყენოს“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.