თინა ბოკუჩავა - ქართული ოპოზიციური სპექტრი მზად არის, შეარჩიოს პრემიერ-მინისტრობის ისეთი კანდიდატი, რომელიც წარმოადგენს ქვეყნის საუკეთესო ინტერესს
თინა ბოკუჩავა - ქართული ოპოზიციური სპექტრი მზად არის, შეარჩიოს პრემიერ-მინისტრობის ისეთი კანდიდატი, რომელიც წარმოადგენს ქვეყნის საუკეთესო ინტერესს

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის წარდგენას აქვს ძალიან კონკრეტული და ნაცადი პრაქტიკა ევროპულ ქვეყნებში და ეს არის ის, რომ უმრავლესობას მომპოვებელ პარტია წარადგენს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, საქართველოშიც, რა თქმა უნდა, გამოვიყენებთ ამ ნაცად მექანიზმს, რომელსაც უამრავი ქვეყანა იყენებს წარმატებით, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისივე თქმით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს წარუდგენს საზოგადოებას.

„მაგრამ აქამდე, უმთავრესი ამოცანა არის ის, რომ ოპოზიციამ ერთობლივად დაწეროს მეტი ხმა, მოიპოვოს მეტი მხარდაჭერა ჩვენი მოქალაქეების, ვიდრე მოიპოვებს ივანიშვილი. ამისთვის, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ერთობლივად, მაქსიმალური მობილიზაცია უნდა მოვახდინოთ ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის და შემდეგ, რა თქმა უნდა, უკვე შევიდეთ კოალიციურ მოლაპარაკებებში, რომელიც დარწმუნებული ვარ, იქნება ძალიან წარმატებული და იქნება ქვეყნის საუკეთესო ინტერესში.

არჩევნებამდე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ისევე როგორც სიის წევრებს, მაჟორიტარებს, პროგრამას ამ ყველაფერს კამპანიის უმნიშვნელოვანეს ასპექტებს, რა თქმა უნდა, წარუდგენს საზოგადოებას, მხოლოდ კოალიციური მოლაპარაკებები, რა თქმა უნდა, შედგება არჩევნების შემდეგ, იმიტომ რომ ასე ხდება, ასეთია გავრცელებული პრაქტიკაა და ის წესი, რომლითაც ხელმძღვანელობს ყველა ევროპული ქვეყანა, რომ უმრავლესობის მომპოვებელი პარტია წარადგენს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს და შემდეგ მის ირგვლივ ხდება მსჯელობა, მოლაპარაკება.

დარწმუნებული ვარ, ქართული ოპოზიციური სპექტრი მზად არის და დღევანდელი შეხვედრა და ეს მჭიდრო კოორდინაცია, რომელსაც თქვენ ხედავთ, ამას ცხადყოფს, რომ მზად არის, ძალიან წარმატებით გაიაროს მოლაპარაკების პროცესი და შეარჩიოს იმგვარი კანდიდატი, რომელიც წარმოადგენს ქვეყნის საუკეთესო ინტერესს“,-  განაცხადა თინა ბოკუჩავამ.