თინა ბოკუჩავა - დარწმუნებული ვარ, ამ არჩევნებით დასრულდება ადამიანებით მანიპულირების პრაქტიკა ქვეყანაში
თინა ბოკუჩავა - დარწმუნებული ვარ, ამ არჩევნებით დასრულდება ადამიანებით მანიპულირების პრაქტიკა ქვეყანაში

დარწმუნებული ვარ, მიუხედავად ზეწოლისა, მოქალაქეები სწორ არჩევანს გააკეთებენ და არ გახდებიან გაყალბების ინსტრუმენტი ივანიშვილის რეჟიმის ხელში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისი თქმით, ამ არჩევნებით დასრულდება ადამიანებით მანიპულირების პრაქტიკა.

„ივანიშვილის რეჟიმს აღარ გააჩნია არანაირი საყრდენი ორის გარდა. ეს არის, კრიმინალური სამყარო და ჩვენ ვხედავთ, რომ სწორედ კრიმინალური სამყაროს გამოყენებით ცდილობენ, ზემოქმედება მოახდინონ ადამიანის თავისუფალ ნებაზე. მეორეა ადმინისტრაციული რესურსი. ეს უკანასკნელი ძალიან სამწუხაროა, რადგან დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი მათგანი არის პატრიოტი და ძალიან უმძიმს, რომ ასეთ რეალობაში უწევს მონაწილეობის მიღება. დარწმუნებული ვარ, რომ მიუხედავად ამ ზეწოლისა, ისინი სწორ არჩევანს გააკეთებენ და არ გახდებიან გაყალბების ინსტრუმენტი ივანიშვილის რეჟიმის ხელში. დარწმუნებული ვარ, რომ ამ არჩევნებით დასრულდება ადამიანებით მანიპულირების პრაქტიკა ამ ქვეყანაში, ეს დასრულდება 30 ოქტომბრის არჩევნებზე“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

დატოვე კომენტარი