თინა ბოკუჩავა - ჩვენ არ ვაპირებთ, დავემორჩილოთ შეზღუდვებს
თინა ბოკუჩავა - ჩვენ არ ვაპირებთ, დავემორჩილოთ შეზღუდვებს

ჩვენ არ ვაპირებთ, დავემორჩილოთ ამ შეზღუდვებს, რადგან ვთვლით, რომ ეს არ არის ეპიდემიოლოგიური შეზღუდვები, ეს არის პოლიტიკური შეზღუდვები, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ბოკუჩავა განაცხადა.

როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, გუშინ ხელისუფლებამ ძალადობრივი ნაბიჯები გადადგა.

„თქვენ ნახეთ გუშინ არამართლზომიერი, არაპროპორციული და ძალადობრივი ნაბიჯები, რაც ხელისუფლებამ გადადგა. შუა პანდემიის დროს წყლის ჭავლი არაერთხელ გამოიყენეს მშვიდობიანი პროტესტანტების, მათ შორის ჟურნალისტებისა და ოპერატორების წინააღმდეგ. ამას საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან მოჰყვება მკაცრი რეაგირება. ვიხილეთ სახალხო დამცველის განცხადებაც. გვესმის, რომ არის შეზღუდვები, ჩვენ არ ვაპირებთ, დავემორჩილოთ ამ შეზღუდვებს, რადგან ვთვლით, რომ ეს არ არის ეპიდემიოლოგიური შეზღუდვები, ეს არის პოლიტიკური შეზღუდვები“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.