თინა ბოკუჩავა - ის, რაც ბათუმში ვნახეთ, ჩემთვის არ არის პროტესტის საუკეთესო ფორმა, თუმცა აბსოლუტურად მესმის მისი შინაარსის და რისხვის, რომელიც არის ადამიანებში
თინა ბოკუჩავა - ის, რაც ბათუმში ვნახეთ, ჩემთვის არ არის პროტესტის საუკეთესო ფორმა, თუმცა აბსოლუტურად მესმის მისი შინაარსის და რისხვის, რომელიც არის ადამიანებში

ჩემთვის, როგორც რიგითი ადამიანისთვის, ეს არ არის პროტესტის გამოხატვის საუკეთესო ფორმა, თუმცა აბსოლუტურად მესმის მისი შინაარსის და რისხვის, რომელიც ადამიანებში არის, რადგან მათ ყველაზე ძვირფასი – არჩევანის თავისუფლება და თავისუფალი არჩევნების შედეგად ხელისუფლების ცვლილება მოპარეს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ, ბათუმში, გუშინ მომხდარ ინციდენტზე განაცხადა.

„ამ ადამიანებს არჩევნები ბიძინა ივანიშვილმა მოპარა და საზოგადოების კრიტიკის მთავარი აქცენტიც და ფოკუსიც უნდა იყოს სწორედ ეს უზარმაზარი პრობლემა, რომლის წინაშე ჩვენი ქვეყანა და საზოგადოება დგას. რაც შეეხება გამოძიების დაწყებას, როგორც ყოველთვის, ესაა შერჩევითი სამართალი. გახსოვთ გიგა მაქარაშვილი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე აქტიური აქტივისტია. მის წინააღმდეგაც განხორციელდა ამგვარი აქტი, თუ არ ვცდები, გორში ერთ-ერთი ჩინოვნიკის მხრიდან და რა თქმა უნდა, ამ ჩინოვნიკის მიმართ არანაირი სამართალწარმოება არ დაწყებულა, რადგან „ქართული ოცნება“ ყოველთვის ხელს აფარებს საკუთარ ნომენკლატურას და ჩინოვნიკებს“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

23 იანვარს, ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, სადაც ბულვარში მრავალსართულიანი შენობის მშენებლობას აპროტესტებენ, ხმაური იყო. აქციის მონაწილეებმა, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს, ირაკლი ჩავლეიშვილს ნაგვის ურნიდან ნარჩენები დააყარეს.