თინა ბოკუჩავა ადასტურებს, რომ არჩილ თალაკვაძესა და ირაკლი კობახიძეს თავად დაუკავშირდა
თინა ბოკუჩავა ადასტურებს, რომ არჩილ თალაკვაძესა და ირაკლი კობახიძეს თავად დაუკავშირდა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა ადასტურებს, რომ არჩილ თალაკვაძესა და ირაკლი კობახიძეს თავად დაუკავშირდა.

ბოკუჩავას თქმით, თალაკვაძე-კობახიძეს ოპოზიციური ლიდერების თხოვნით დაუკავშირდა, რათა კიდევ ერთხელ განემარტათ მათთვის ის მოთხოვნები, რომლებიც პროტესტის დროს დააფიქსირეს.

„დიახ, მე, როგორც პარლამენტის წევრი, ოპოზიციური ლიდერების თხოვნით დავუკავშირდი თავმჯდომარეს და ყოფილ თავმჯდომარეს იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ განგვემარტა მათთვის ის საჯარო მოთხოვნები, რომლებიც ჩვენ დავაფიქსირეთ დღეს, პროტესტის დროს.

ეს არის ახალი არჩევნები ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში. ჩვენ ვთვლით, რომ თამარ ჟვანიას ხელმძღვანელობის პირობებში ვერ ჩატარდება ჩვენს ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები.

სინამდვილეში, გადაწყვეტილებებს იღებს სხვა ადამიანი, რომელმაც დღეს მოისმინა ათიათასობით განრისხებული ადამიანის ხმა რუსთაველზე და რომელიც მიხვდა, რომ ახლა ის დროა, გამოვიდეს ქვეყანა ამ ძალიან მძიმე პოლიტიკური კრიზისიდან, რომელშიც ივანიშვილმა შეიყვანა ეს ქვეყანა, როდესაც 31 ოქტომბერს გააყალბა არჩევნები“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.