თინა ბოკუჩავა აცხადებს, რადგან მაჩალიკაშვილი კომიტეტის სხდომის დარბაზში არ შეუშვეს, თადუმაძის მოსმენას „ნაციონალური მოძრაობის“ ოთახიდან გააგრძელებს
თინა ბოკუჩავა აცხადებს, რადგან მაჩალიკაშვილი კომიტეტის სხდომის დარბაზში არ შეუშვეს, თადუმაძის მოსმენას „ნაციონალური მოძრაობის“ ოთახიდან გააგრძელებს

მალხაზ მაჩალიკაშვილი ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ოთახში იმყოფება და პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომას იქიდან ადევნებს თვალს.

როგორც მაჩალიკაშვილმა აღნიშნა, ფრაქციის ოთახიდან დაელოდება მისი კითხვის დასმას, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა დასვამს.

„მაჩალიკაშვილი არ შეუშვეს დარბაზში, რადგან როგორც მან განმარტა, გენერალურ პროკურორს უბრალოდ ეშინია მისთვის თვალებში ჩახედვის, ამიტომ გადაწყვიტეს, რომ ჯერ საერთოდ არ შემოეშვათ პარლამენტის შენობაში, შემდეგ გადაწყვიტეს, რომ ზემოთ აეშვათ, რადგან თვალის კონტაქტი არ მომხდარიყო მთავარ პროკურორსა და მას შორის. მე ვაპირებ, დავსვა კითხვები, რომელიც მას ექნებოდა. ახლა ის იმყოფება ფრაქციის ოთახში და აპირებს, რომ უბრალოდ თვალყური ადევნოს კომიტეტის მიმდინარეობას, რადგან ამ საკითხზე უნდა დავსვა კითხვები და ბუნებრივია, აინტერესებს პასუხი, რასაც მივიღებ“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

დატოვე კომენტარი