ტიმოტი ვეამ პსჟ დატოვა და "სელტიკს" უერთდება
ტიმოტი ვეამ პსჟ დატოვა და "სელტიკს" უერთდება

„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდმა ტიმოტი ვეამ საკუთარ „ინსტაგრამში“ დაწერა, რომ პარიზულ კლუბს უახლოესი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს დატოვებს. როგორც RMC Sport ამტკიცებს, 18 წლის თავდამსხმელი კარიერას გლაზგოს „სელტიკში“ გააგრძელებს. შოტლანდიურ გრანდს სურს, ახალგაზრდა ამერიკელი მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით აიყვანოს.

წლევანდელ სეზონში ვეამ მხოლოდ სამი მატჩი ჩაატარა „პარი სენ-ჟერმენის“ რიგებში და ორი გოლი გაიტანა.
შეგახსენებთ, რომ ტიმოტი „პარი სენ-ჟერმენისა“ და „მილანის“ ყოფილი ფორვარდის ჟორჟ ვეას ვაჟია. უფროსი ვეა ლიბერიის მოქმედი პრეზიდენტი გახლავთ.