ტიმო ვერნერი „ჩელსიში“ გადასასვლელად ფრენკ ლემპარდმა და პეტრ ჩეხმა დაითანხმეს
„ლაიპციგის“ ფორვარდის, ტიმო ვერნერის „ჩელსიში“ გადასვლას ხელს არაფერი უშლის, – წერს The Telegraph.
გამოცემის ინფორმაციით, ტიმო ვერნერის ლონდონში გადასვლა ფრენკ ლემპარდისა და პტრ ჩეხის დამსახურებაა, რომლებმაც 24 წლის თავდამსხმელი ამ გადაწყვეტილების მიღებაში დაითანხმეს.
როგორც The Telegraph იუწყება, პეტრ ჩეხი მოსალაპარაკებლად გერმანიაში თავად ესტუმრა ტიმო ვერნერს. ჩეხს ვერნერსა და მისი ოჯახის წევრებზე ძალიან კარგი შთაბეჭდილება დაუტოვებია და ამ გარემოებას ტრანსფერის ლონდონური კლუბის სასარგებლოდ გადაწყვეტაში მნიშვნელოვანი როლი შეუსრულებია.
პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ახალგაზრდა ფორვარდს „ჩელსი“ 2025 წლის ზაფხულამდე გაუფორმებს კონტრაქტს და წელიწადში ხელფასის სახით 10 მილიონ ევროზე მეტს გადაუხდის.