ტიმმა მედვედევთან მოგებული ნახევარფინალი შეაფასა
ტიმმა მედვედევთან მოგებული ნახევარფინალი შეაფასა

ავსტრიელმა ჩოგბურთელმა დომინიკ ტიმმა ამერიკის ღია პირველობის ნახევარფინალში დანილა მედვედევთან მოგებული მატჩზე ისაუბრა. მან რუსი დამაჯერებლად, სამ სეტში ანგარიშით 6:2 7:6 7:6 დაამარცხა.

„მედვედევს რიტმში რომ ავყოლოდი აუცილებლად დავმარცხდებოდი, – განაცხადა ტიმმა, – დანილა ფაქტობრივად, უშეცდომოდ ირჯება, ჩემი მთავარი ამოცანა რუსის თამაშის დანგრევა იყო. ეს გამომივიდა და მოხარული ვარ ფინალში გასვლით, – ციტირებს ტიმს ამერიკის ღია პირველობის ოფიციალური გვერდი.

შეგახსენებთ, რომ ტურნირის ფინალში 14 სექტემბერს დომინიკ ტიმი გერმანელ ალექსანდრ ზვერევს დაუპირისპირდება.

დატოვე კომენტარი