ტიერი მარიანი - ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს აქვთ საზღვარი რუსეთთან, უნდა გავითვალისწინოთ ეს რეალობა და არ მოვთხოვოთ მათ, სრულად შეაქციონ ზურგი წარსულს
ტიერი მარიანი - ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს აქვთ საზღვარი რუსეთთან, უნდა გავითვალისწინოთ ეს რეალობა და არ მოვთხოვოთ მათ, სრულად შეაქციონ ზურგი წარსულს

ყოფილ საბჭოთა სახელმწიფოებს მოლდოვის გარდა, აქვთ საზღვარი რუსეთთან. ევროპულმა პოლიტიკამ უნდა გაითვალისწინოს ეს რეალობა და სისტემატიურად არ მოსთხოვოს ამ ქვეყნებს, სრულად შეაქციონ ზურგი თავიანთ წარსულს და 30 წლის წინანდელ ისტორიას, – ამის შესახებ ევროპარლამენტის წევრმა, ტიერი მარიანმა ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე განაცხადა.

„ყველა ქვეყანა აღნიშნულია თავისი საზღვრებით და ისტორიით. ეს ქვეყნები ყოფილი საბჭოთა ქვეყნები არიან და ყველა მათგანს, მოლდოვის გარდა, აქვთ საზღვარი რუსეთთან. ევროპულმა პოლიტიკამ უნდა გაითვალისწინოს ეს რეალობა და არ მოსთხოვოს სისტემატურად ამ ქვეყნებს, სრულად შეაქციონ ზურგი თავიანთ წარსულს და 30 წლის წინანდელ ისტორიას. ჩვენ შეგვიძლია უზრუნველყოთ, რომ ეს ქვეყნები იყვნენ ხიდები ევროკავშირსა და რუსეთს შორის. მათ შეიძლება წაახალისონ დიალოგი. და თუ თქვენ ეცდებით, აიძულოთ ისინი, აირჩიონ ერთი ან მეორე, ეს გამოიწვევს კატასტროფას”, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.