ტიერი მარიანი – სალომე ზურაბიშვილმა 3/4-ით ცარიელ ევროპარლამენტში დაიფიცა, რომ არასოდეს დატოვებდა თანამდებობას, მისი გმირობა ხანმოკლე აღმოჩნდა, ბოლო სიტყვა ლეგიტიმურ ხელისუფლებას დარჩა
3/4-ით ცარიელი ევროპარლამენტის წინ მან დაიფიცა, რომ არასოდეს დატოვებდა თანამდებობას, რომელიც 29 დეკემბერს დასრულდა, მისი გმირობა ხანმოკლე აღმოჩნდა, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი ტიერი მარიანი სოციალურ ქსელში წერს.
ევროპარლამენტარის თქმით, ბოლო სიტყვა ლეგიტიმურად არჩეულ ხელისუფლებას დარჩა.
„დემოკრატიის გამარჯვება ბრიუსელისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დიქტატის წინააღმდეგ საქართველოში. 3/4-ით ცარიელი ევროპარლამენტის წინ მან დაიფიცა, რომ არასოდეს დატოვებდა თანამდებობას, რომელიც 29 დეკემბერს დასრულდა. მისი გმირობა ხანმოკლე აღმოჩნდა. ბოლო სიტყვა ლეგიტიმურად არჩეულ ხელისუფლებას დარჩა“, – წერს ევროპარლამენტარი.
Victoire de la démocratie face aux diktats de Bruxelles et des ONG en Géorgie
Devant le Parlement Еuropéen au 3/4 vide, elle avait juré que JAMAIS elle ne quitterait sa fonction …qui a pris fin ce 29 déc.
Son héroïsme fut bref. Le dernier mot est resté au Gvt légitimement élu https://t.co/xgf5oLpZlB
— Thierry MARIANI (@ThierryMARIANI) December 30, 2024