ფრანგმა სპეციალისტმა ტიერი ანრიმ დატოვა „მეიჯორ სოკერ ლიგის“ (MLS) კლუბის „მონრეალის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი. ამის შესახებ დაწერა კანადური გუნდის პრესსამსახურმა.
როგორც აღნიშნავენ, 43 წლის ანრიმ თანამდებობა ოჯახური გარემოებების გამო დატოვა.
გასულ კვირას „სქაი სპორტსი“ წერდა, რომ ინგლისური ჩემპიონშიფის კლუბი „ბორნმუთი“ აპირებს ანრის მიწვევას მთავარი მწვრთნელის პოსტზე.
წინა სეზონში „მონრეალმა“ მეცხრე ადგილი დაიკავა აღმოსავლეთი კონფერენციის ცხრილში და პლეი ოფში გადასასვლელი მატჩი წააგო „ნიუ ინგლენდთან“.
ანრი „მონრეალს“ 2019 წლის ნოემბერში ჩაუდგა სათავეში – ფრანგმა ორწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.