ტიერი ანრიმ მონაკოში მუშაობა წაგებით დაიწყო, პსჟ-მ ზედიზედ მეათედ მოიგო
ტიერი ანრიმ მონაკოში მუშაობა წაგებით დაიწყო, პსჟ-მ ზედიზედ მეათედ მოიგო

ლეგენდარულმა ტიერი ანრიმ მთავარი მწვრთნელის ამპლუაში პირველი მატჩი ჩაატარა. დებიუტი წარუმატებელი გამოდგა – ანრის „მონაკომ“ საფრანგეთის ჩემპიონატის მეათე ტურში სტუმრად „სტრასბურთან“ წააგო – 1:2.

მასპინძელთა მხრიდან გოლები ადრიენ ტომასონმა და ლებო მოტიბამ გაიტანეს, სტუმრებიდან პენალტით იური ტილემანსმა შეაგდო. 66-ე წუთზე „მონაკოს“ სამუელ გრანსირი გაუგდეს, რომელმაც მოედანზე გასვლიდან ორი წუთის შემდეგ, პირდაპირი წითელი ბარათი მიიღო.

„მონაკომ“ ზედიზედ მეოთხე მატჩი წააგო და ბოლოსწინა, მე-19 ადგილამდე ჩამოქვეითდა.

ამასობაში, თანდათან ეკარგება ინტრიგა ჩემპიონობისთვის ბრძოლას. „პარი სენ-ჟერმენმა“ 5:0 გაანადგურა „ამიენი“ და ათიდან ათი მოგება აქვს. პარიზელები უახლოეს მდევარ „ლილს“ რვა ქულით უსწრებენ.

„ამიენს“ გოლები მარკინიოსმა, რაბიომ, დრაქსლერმა, მბაპემ და დიაბიმ გაუტანეს. „პარი სენ-ჟერმენში“ არ უთამაშია ნეიმარს, რომელსაც დასვენების საშუალება მიეცა.