„არსენალისა“ და „ბარსელონას“ ყოფილ ფორვარდს ტიერი ანრის არ მიაჩნია ლიონელ მესი საუკეთესო მოთამაშედ იმათ შორის, ვისთან ერთადაც კარიერაში თამაში მოუწია.
ასეთად ფრანგს „არსენალში“ თავისი ყოფილი თანაგუნდელი დენის ბერგკამპი მიაჩნია.
ტელეარხ CBS-ზე საფეხბურთო პროგრამის წამყვანმა კეიტ აბდომ ანრის ჰკითხა: „ვინ არის საუკეთესო ფეხბურთელი, ვის გვერდითაც ოდესმე გითამაშია?“
ანრიმ მაშინვე უპასუხა: „დენის ბერგკამპი“.
მაშინ აბდომ დააზუსტა: „მესი?“
ანრიმ არ გადათქვა თავისი პირველადი პასუხი: „დენის ბერგკამპი. ძალიან სწრაფად ჩამოვყალიბდი არჩევანზე? დენის ბერგკამპი“.
ანრი და ბერგკამპი ერთად მოიგეს პრემიერლიგის ორი ტიტული და „არსენალი“ 2006 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანეს.