ტიერი ანრი პრემიერლიგის საუკეთესო ლეგიონერად დაასახელეს

18:56, 24.03.2019

ტელეკომპანია ბი-ბი-სიმ (BBC) ჩაატარა გამოკითხვა, რომლის მიზანი იყო ინგლისის პრემიერლიგის ყველა დროის საუკეთესო ლეგიონერის გამოვლენა. პირველი ადგილი დაიკავა არსენალის ყოფილმა ფორვარდმა ტიერი ანრიმ.

ფრანგმა მიიღო ხმების 45%. მეორე ადგილზე გავიდა კრიშტიანო რონალდო (მანჩესტერ იუნაიტედი) – 14%, მესამეზე – ერიკ კანტონა (მანჩესტერ იუნაიტედი) – 12%.

ხუთეული შეავსეს ფორვარდმა სერხიო აგუერომ (მანჩესტერ სიტი) – 8% და დიდიე დროგბამ (ჩელსი) – 6%.

სულ გამოკითხვისას ცამეტმა ლეგიონერმა მიიღო ხმა.

მსგავსი