„მონაკოს“ მთავარი მწვრთნელი ტიერი ანრი თვლის, რომ არ არის საჭირო საფრანგეთის ჩემპიონატში „ამიენთან“ სტუმრად გამრჯვების (2:0) შემდეგ აჟიოტაჟის შექმნა. ეს მხოლოდ მათი მეორე გამარჯვებაა ანრის მეთაურობით.
„ჩვენ ვცდილობთ ამოვყვინთოთ, მაგრამ ბოლომდე ჩვენს თავში არ ვართ დარწმუნებულები, ხანდახან ისევ ვიძირებით“, – ციტირებს AFP ანრის. – „ჩვენ გვინდა მოგებების სერია. გუნდი ნორმალურად გამოიყურებოდა, მეკარესაც არ ქონია ბევრი სამუშაო. საბედნიეროდ ფალკაომ სასურველ დროს გაიტანა გოლი. წყნარად უნდა გავაგრძელოთ მუშაობა, მინიმალური ნერვიულობით. წინ დიდი მატჩია „ნიცასთან“. ეს დერბი ძალიან მნიშვნელოვანია ყველასთვის. მე ეს მესმის და „ამიენთან“ მოგება უნდა დაგვეხმაროს მომავალ მატჩში“.