ტიერი ანრი MLS-ის გუნდის მთავარი მწვრთნელი გახდა
ტიერი ანრი MLS-ის გუნდის მთავარი მწვრთნელი გახდა

ლეგენდარული ფრანგი ფორვარდი, „მონაკოს“ ყოფილი დამრიგებელი ტიერი ანრი „მეიჯორ ლიგ სოკერში“ (MLS) მოთამაშე „მონრეალ იმპაქტის“ მთავარი მწვრთნელი გახდა. 42 წლის სპეციალისტის კონტრაქტი კანადურ კლუბთან ორწლიანია ერთი წლით გახანგრძლივების პერსპექტივით.

ანრიმ ინტერვიუში განაცხადა, რომ მოხარულია MLS-ში დაბრუნებით, სადაც ადრე „ნიუ იორკ რედ ბულზში“ თამაშობდა. ამ გუნდში მან 135 მატჩი ჩაატარა, 52 გოლი გაიტანა და 42 საგოლე პასი შეასრულა.

ტიერი ანრიმ მონაკოში 2018 წლის ოქტომბრიდან 2019 წლის იანვრამდე იმუშავა, სულ 20 მატჩში უხელმძღვანელა გუნდს და 11-ჯერ წააგო.

„მონრეალ იმპაქტმა“ MLS-ში წლევანდელი სეზონი აღმოსავლეთ კონფერენციაში მეცხრე ადგილზე დაასრულა, მიუხედავად იმისა, რომ ამ გუნდში თამაშობენ ისეთი ცნობილი ფეხბურთელები, როგორებიც არიან ბაკარი სანია და ბოიან კრჩიკი.