ტიერი ანრი - მესი პსჟ-ში გუნდისგან მოწყვეტილია და არც ისე ხშირად იღებს ბურთს #1TVSPORT
ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა ტიერი ანრიმ ინტერვიუ მისცა ესპანურ გაზეთ „მარკას“, რომელშიც აზრი გამოთქვა ლიონელ მესის „პარი სენ-ჟერმენში“ თამაშზე.
„მესი მოწყვეტილია გუნდისგან და არც ისე ხშირად იღებს ბურთს. ვერ ვიტყოდი, რომ ის ცუდად გრძნობს თავს „პარი სენ-ჟერმენში“, მაგრამ ვხედავ, რომ იზოლირებულია.
მე უფრო მეტად მომწონს, როცა მესი ცენტრში მოქმედებს. არ მგონია, რომ მან უპირატესობა შექმნას მარჯვნიდან თამაშისას. მას არც ისე წარმატებული პერიოდი აქვს, ცენტრში კი შეუძლია რითმის შექმნა. საჭიროა გადაწყვეტილების პოვნა, რათა ერთად გამოიყენონ მესი, ნეიმარი და მბაპე.
არ მაქვს ზუსტი მონაცემები, მაგრამ მგონია, რომ ისინი არაეფექტურები არიან. ლეო ცოტას მონაწილეობს შეტევებში“, – განაცხადა ანრიმ.
„დღეს „პარი სენ-ჟერმენი“ მბაპეს გუნდია. სწორედ კილიანის წყალობით, ის ყველაზე მეტად ბრწყინავს და სწორედ მას ეძებენ პასის მისაცემად.
ამჟამად, „პარი სენ-ჟერმენში“ შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი დირიჟორი, წინააღმდეგ შემთხვევაში, გუნდი ძველებურ ტემპში ვერ იმოქმედებს. ამ გუნდში ძალიან ბევრი დირიჟორია“, – დაამატა ფრანგმა.