ტიერი ანრი – კვარაცხელიას ეტყობოდა, გაბრაზებული იყო, მაგრამ მისი სიძლიერეც იმაშია, რომ ყველაფერი მოედანზე დაამტკიცა #1TVSPORT
ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა და ამჟამად ტელეკომპანია CBS Sports-ის ანალიტიკოსმა, ტიერი ანრიმ ლონდონის „ჩელსის“ წინააღმდეგ ხვიჩა კვარაცხელიას თამაში შეაფასა.
„ყველამ კარგად ვიცით, რა დონის ფეხბურთელია კვარაცხელია და ეს ამ შეხვედრაშიც კიდევ ერთხელ დადასტურდა. პირველ ეპიზოდში თავადაც შეეძლო დარტყმა, თუმცა ბურთი ვიტინიას გადააწოდა.
შეიმჩნეოდა, რომ სათადარიგოთა სკამზე დარჩენა არ ესიამოვნა, გაბრაზებული იყო, მაგრამ მისი სიძლიერეც იმაშია, რომ ყველაფერი მოედანზე დაამტკიცა.
კვარაცხელია თამაშში სწორი განწყობით ჩაერთო და შეხვედრის მიმდინარეობა შეცვალა – მის ანგარიშზე ორი გოლი და ერთი საგოლე გადაცემა იყო“, – ამბობს ტიერი ანრი.
ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის საპასუხო შეხვედრა „ჩელსისა“ და „პარი სენ-ჟერმენს“ შორის ლონდონში 17 მარტს გაიმართება.