ტიერი ანრი „ბარსელონას“ „ახალ ეპოქაზე“ - არ მგონია, რომ ეს ფლიკმა დაიწყო, ის ჩავის საქმეს აგრძელებს #1TVSPORT
საფრანგეთის ნაკრების ყოფილ ფორვარდს, ტიერი ანრის მიაჩნია, რომ „ახალი ეპოქა“ „ბარსელონაში“ ჯერ კიდევ ჩავის დროს დაიწყო. ეს ტერმინი სატელევიზიო შოუში „ლივერპულის“ ყოფილმა მცველმა, ჯეიმი კარაგერმა გამოიყენა, რომელმაც იმედი გამოთქვა, რომ „ბარსელონაში“ „ახალი ეპოქა“ იწყება.
„არ მგონია, რომ ეს ეპოქა ფლიკმა დაიწყო. ეს ჩავიმ გააკეთა. ფლიკი აგრძელებს იმას, რაც ჩავიმ დაიწყო, რომელმაც შანსი მისცა კუბარსისა და ლამინს… სწორედ ჩავიმ მიიყვანა იქ ბევრი ფეხბურთელი.
ჩავი წავიდა, ფლიკი მოვიდა, მაგრამ ვფიქრობ, იმ ორი წლის განმავლობაში, რაც ისინი წინა მწვრთნელის დროს თამაშობდნენ, ბევრი რამ შეიტყვეს საკუთარ ხასიათზე და იმაზე, რა უნდა აკეთონ, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, როგორი რთული გამოდგა გასული სეზონი.
ეს გუნდი უკვე ახლა უნდა განვიხილოთ, როგორც ერთ-ერთი ფავორიტი ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე. შესაძლოა, მათ მოუწიოთ წაგება ნახევარფინალში ან მეოთხედფინალში, რათა მიხვდნენ, რამდენად რთულია ამ ტურნირის მოგება. თუმცა, მგონია, რომ ისინი ამას გაუმკლავებიან“, – განაცხადა ანრიმ.