ტიერი ანრი - „არსენალის“ მწვრთნელად სიცოცხლის ბოლომდე ვიმუშავებდი
ტიერი ანრი - „არსენალის“ მწვრთნელად სიცოცხლის ბოლომდე ვიმუშავებდი

„არსენალის“ ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირმა ტიერი ანრიმ ჟურნალისტებთან გაამხილა, რომ ლონდონური კლუბის მწვრთნელობაზე ოცნებობს.

ტიერი ანრი ამჟამად „მონრეალის“ მთავარი მწვრთნელია.

„დიახ, მე ვოცნებობ, რომ „არსენალს“ სათავეში ჩავუდგე. მე ასევე ვოცნებობ, რომ კალათბურთის მოედანზე გავიდე და სლემ-დანკი შევასრულო, – ციტირებს ანრის სიტყვებს Canal Plus.

– ამით, ის მინდა ვთქვა, რომ ჩვენი ყველა ოცნება ვერ ახდება. თუმცა, მე „არსენალის“ მწვრთნელად სიცოცხლის ბოლომდე ვიმუშავებდი.“