ტიბო კურტუას აგენტი დააპატიმრეს
მადრიდის „რეალისა“ და ბელგიის ნაკრების მეკარის ტიბო კურტუას აგენტი მონაკოში დააპატიმრეს – ის ეჭვმიტანილია კორუპციასა და ფულის გათეთრებაში. ინფორმაციას სააგენტო RTBF ავრცელებს.
კრისტოფ ჰენტორაი, რომელიც სხვა ბელგიელი ფეხბურთელების ინტერესებსაც იცავს, მონაკოში დააპატიმრეს. პოლიციის რეიდს თან ჩხრეკა მოჰყვა. ბელგიის ფედერალურმა პროკურატურამ დაადასტურა ჰენტორაის დაკავება, მაგრამ სხვა კომენტარი არ გაუკეთებია. სავარაუდოდ, აგენტი ეჭვმიტანილია ფულის გათეთრებაში.
როგორც ჩანს, ეს არის ჩხრეკისა და დაპატიმრებების მეორე ტალღა. პირველი ოპერაცია გასული წლის აპრილში ჩატარდა „ანდერლეხტისა“ და ბელგიის ფეხბურთის ფედერაციის ოფისებში. ეს რეიდები უკავშირდება ჩაწყობილ თამაშებს.
კრისტოფ ჰენტორაი ასევე ჩინური „დალიან იფანის“ ნახევარმცველის იანიკ ფერეირა-კარასკოს აგენტია.