მადრიდის „რეალის“ მეკარემ ტიბო კურტუამ ზედიზედ მეცხრედ გაუშვა მის კარში დარტყმული პენალტი. ეს „რეალისა“ და ბილბაოს „ატლეტიკოს“ შორის სუპერთასის ნახევარფინალური მატჩის 38-ე წუთზე მოხდა.
კურტუას რაულ გარსიამ გაუტანა. სტატისტიკის მიყვარულები დიდი ხანია აკვირდებიან ბელგიელის ერთ-ერთ უსუსტეს წერტილს – ის ძალიან იშვიათად იგერიებს 11-მეტრიანს.
ტიბო კურტუა „რეალის“ შემადგენლობაში 2018 წლის აგვისტოდან ირიცხება. ამ დროის განმავლობაში, მადრიდელთა კარის მიმართულებით დანიშნული 18 პენალტიდან 16 გოლად იქცა, ერთი ძელს მოხვდა და მხოლოდ ერთის მოგერიება შეძლო ბელგიელმა მეკარემ.