ტიბო კურტუამ ზედიზედ 9 პენალტი გაუშვა

13:26, 15.01.2021

მადრიდის „რეალის“ მეკარემ ტიბო კურტუამ ზედიზედ მეცხრედ გაუშვა მის კარში დარტყმული პენალტი. ეს „რეალისა“ და ბილბაოს „ატლეტიკოს“ შორის სუპერთასის ნახევარფინალური მატჩის 38-ე წუთზე მოხდა.

კურტუას რაულ გარსიამ გაუტანა. სტატისტიკის მიყვარულები დიდი ხანია აკვირდებიან ბელგიელის ერთ-ერთ უსუსტეს წერტილს – ის ძალიან იშვიათად იგერიებს 11-მეტრიანს.

ტიბო კურტუა „რეალის“ შემადგენლობაში 2018 წლის აგვისტოდან ირიცხება. ამ დროის განმავლობაში, მადრიდელთა კარის მიმართულებით დანიშნული 18 პენალტიდან 16 გოლად იქცა, ერთი ძელს მოხვდა და მხოლოდ ერთის მოგერიება შეძლო ბელგიელმა მეკარემ.

მსგავსი