მადრიდის „რეალის“ პრესსამსახურმა ოფიციალურად გამოაცხადა კონტრაქტის გაგრძელების შესახებ მეკარე ტიბო კურტუასთან. 29 წლის ბელგიელის ახალი ხელშეკრულება 2026 წლის 30 ივნისამდე იქნება ძალაში.
კურტუა „რეალში“ 2018 წლის აგვისტოში „ჩელსიდან“ გადავიდა. მადრიდელთა რიგებში ყველა ტურნირზე მან 130 მატჩი ჩაატარა და 125 გოლი გაუშვა.