ტიბო კურტუამ 7 თამაშიდან ხუთში კარი მშრალად შეინახა
ტიბო კურტუამ 7 თამაშიდან ხუთში კარი მშრალად შეინახა

მას შემდეგ, რაც სანტიაგო სოლარი „რეალ მადრიდის“ მთავარი მწვრთნელი გახდა, მან ძირითადში ადგილი ტიბო კურტუას ანდო და ეს უკანასკნელიც აშკარად ამართლებს იმედებს.

უკვე სამი თამაშია, რაც ტიბო კურტუას გოლი არ გაუშვია. ბელგიელმა კიპერმა კარი მშრალად „რომას“ , „ვალენსიას“ და „უესკას“ წინააღმდეგ შეინახა. ბოლო შეხვედრაში ის ნამდვილად გამორჩეული გახლდათ.

აღსანიშნავია, რომ სოლარის მოსვლის შემდეგ, ტიბო კურტუამ 7 მატჩი ჩაატარა და 5 მათგანში გოლი არ გაუშვია.