ტიბო კურტუა ამ სეზონში უფრო მეტ გოლს უშვებს, ვიდრე იგერიებს
ტიბო კურტუა ამ სეზონში უფრო მეტ გოლს უშვებს, ვიდრე იგერიებს

მადრიდის „რეალის“ მეკარის ტიბო კურტუას კარში ბოლო 14 ზუსტი დარტყმიდან ნახევარზე მეტი (უფრო ზუსტად 64.2%) გოლით დასრულდა, – იტყობინება სტატისტიკური პორტალი OptaJose. ლაპარაკია ყველა ტურნირზე, რომელშიც „რეალი“ მონაწილეობს. ასე რომ, ბელგიელმა მადრიდული კლუბი მხოლოდ ხუთ შემთხვევაში გადაარჩინა.

ამ სეზონში კურტუამ  „რეალის“ შემადგენლობაში ცხრა მატჩი ჩაატარა და კარი „მშრალად“ მხოლოდ ორჯერ შეინახა, დანარჩენ შეხვედრებში კი 12 გოლი გაუშვა და მხოლოდ 11 დარტყმა მოიგერია.