„თიბისი რისერჩი“- ველოდებით, რომ 2020 წელს ლარის კურსი დაახლოებით 2.75-იან ნიშნულზე იქნება
„თიბისი რისერჩი“- ველოდებით, რომ 2020 წელს ლარის კურსი დაახლოებით 2.75-იან ნიშნულზე იქნება

„თიბისი რისერჩი“ 2020 წელს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის რვა პროცენტამდე შემცირებას ელოდება.

როგორც ბანკის ანგარიშშია აღნიშნული, 2020 წელს მოსალოდნელია ლარის გამყარებაც.

რაც შეეხება ეკონომიკური ზრდის პროგნოზს, „თიბისი რისერჩი“-ში აცხადებენ, რომ 2020 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპი ხუთი პროცენტის ფარგლებში იქნება, თუმცა საარჩევნო პერიოდიდან გამომდინარე, მკვლევარების პროგნოზი წლევანდელ ეკონომიკურ ზრდაზე 4.5 პროცენტია.

„ინფლაციის მაჩვენებელი თავის სამიზნე მაჩვენებელს 2020 წლის მეორე ნახევრიდან დაუბრუნდება. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტები ამერიკული დოლარის მიმართ სტაბილურობას აჩვენებს, ველოდებით, რომ ლარის კურსი დაახლოებით 2.75-იან ნიშნულზე იქნება. ველოდებით, რომ 2020 წელი აქტიური იქნება ინტერვენციების კუთხით. თუკი ლარი გამყარებისკენ წავა, ხოლო ინფლაციის დონე შემცირდება, მოსალოდნელია, რომ ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზარზე შესყიდვები განახორციელოს, რათა რეზერვების მოცულობა გაზარდოს“, – წერს „თიბისი რისერჩი“.