ტიბეტში უძველეს მონასტერს ცეცხლი გაუჩნდა

08:39, 18.02.2018

ტიბეტში უძველეს მონასტერს ცეცხლი გაუჩნდა.  BBC – ის ცნობით, ჯოხანგის მონასტერში ხანძარი შაბათს გაჩნდა.

მომხდარის ამსახველი ვიდეო სოციალური ქსელებით გავრცელდა.

ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ცეცხლის ლოკალიზება დროულად მოხერხდა და ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

აღსანიშნავია, რომ ლჰასაში მდებარე ჯოხანგის მონასტერი UNESCO-ს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია შეყვანილი. იგი დაახლოებით 1000 წლის წინ ააგეს.

 

მსგავსი