The Times - ფიფა-მ ყატარში გულშემატკივრებს ჯვაროსნების ფორმით სტადიონებზე შესვლა აუკრძალა #1TVSPORT
გულშემატკივრებს, რომლებიც ყატარში მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებზე ჯვაროსნების ფორმაში გამოეწყობიან, მატჩებზე დასწრების უფლება არ ექნებათ, – იუწყება The Times.
გულშემატკივრებს, რომელებსაც მაისურებზე ხმლები და წმინდა გიორგის ჯვრიანი ფარები აქვთ გამოსახული, ელ ბაიტის სტადიონზე არ შეუშვებენ.
„ჯვაროსნების ფორმა არაბულ კონტექსტში შეიძლება იყოს შეურაცხმყოფელი მუსლიმებისთვის“, – ნათქვამია ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაცის (FIFA) განცახდებაში.
ანტიდისკრიმინაციულმა ჯგუფმა (Kick It Out) ასევე ურჩია გულშემატკივრებს, არ ჩაიცვან ისეთი კოსტიუმები, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას რაინდებს, ჯვაროსნებს და რელიგიურ ომებს მოაგონებს, როდესაც ქრისტიანები შუა საუკუნეებში მუსლიმების წინააღმდეგ იბრძოდნენ.
მანამდე სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, სადაც ადგილობრივმა სტიუარდებმა სტადიონზე ჯვაროსნების კოსტიუმებში გამოწყობილ ორ გულშემატკივარს არ უშვებდნენ.